Home | Posts RSS | Comments RSS | Login

ამინა საიდი

11 January 2010
ამინა საიდი 

თანამდეროვე პოეტი, მწერალი, მთარგმნელი, ესეისტი, პუბლიცისტი.

ტუნისელი მამის და ფრანგი დედის შვილი, დაიბადა და ბავშვობა გაატარა ტუნისში, შემდეგ კი 1978 წლიდან საცხოვრებლად  საფრანგეთში, პარიზში  გადავიდა. 

წერს ფრაგულ ენაზე, გამოსცა ლექსების 8 წიგნი და ტუნისული ხალხური ზღაპრების ორი წიგნი.

მისი ნაწარმოებები გადათარგმნილია რამდენიმე ენაზე, ძირითადად: გემრნულად, ინგლისურად, არაბულად, თურქულად, იტალიურად. 

დაჯილდოვებულია - 1989 წელს ჟან მალრის პრიზით, ხოლო 1994 წელს ჩარლზ ვილდრაკის პრიზით. 

ავსტრალიელ კომპოზიტორს, რიჩარდ მილს თავის ახალ ალბომში ”Songlines of the Heart's Desire” (2007) გამოყენებული აქვს საიდის ლექსების დიდი ნაწილი.

(რა სისულელეებში არ იხარჯება ფული. რომ შემეძლოს, დავაფინანსებდი მისი ლექსების თარგმნას )









ეს ლექსი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ყველაზეა <3

გიზიარებთ 

დიდია, მარა ნუ დაიზარებთ, თან ისეთია, რომ დაიწყებთ მგონი აღარ დაგეზარებათ :)))))

[და დაწყებამდე ქვემოთ მუსიკა - burn it blue მიაყოლეთ ფონად, მაინც]


”სამი საუკუნე”

სამი საუკუნე კლდეების საწოლზე მეძინა
ვნახე ყველაფერი რაც დიდი ხნის წინ დაავიწყდათ ადამიანებს
გავზომე მანძილი ცას და მიწას შორის
ვკითხულობდი სიცოცხლის ხაზებს ხელისგულებზე ვემსახურებოდი ორაკულებს
და ჩემი ბაგეებიდან დაღვრილი ხმა არ იყო ჩემი
დაკარგულ ქალაქში დავიკარგე
შეირაღებულმა მხედრებმა გადალეკეს ჩვენი მინდვრები
და სამუდამოდ დავრჩით უცხო ბარბაროსთა მოლოდინში
ზღვა ქალაქის კარიბჭეებს ჩამოშორდა
და ჩემი მიწის მდინარეებს დავეპატრონე
დღე ოცნებებით მოვასვირინგე
საკუთარ თავს ჩავხედე თვალებში
და ვერ გავიგონე ხმა რომელიც მიხმობდა
და ხელმა რომლიც დამეძებდა ვერ მიპოვა
თითოეული ვარსკვლავიდან უთვალავჯერ დაბადებულმა
ამდენჯერვე დავლიე სული როცა გათენდა და ამოვიდა მზე
ადრიანად ვჯდებოდი ნავში და არსად მივდიოდი
სხვების სამშობლოში ვითხოვდი თავშესაფარს
არაფერი დამისრულებია ჩვენს განშორებამდე
ჩემი სახლი იყო დასავლეთი აღმოსავლეთი და ქარების სივრცე
მე ვიყავი ის უცხოელი ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის
მე ამოვკვეთე მოწყენილი ჩიტები ნაცრისფერ ქვებზე
მე დავხატე ეს ქვები და ყველას თავისი ადგილი მივუჩინე
იქ შევკარი ტივები სადაც წყალი დამშრალიყო
იქ დავეცი კარვები სადაც უდაბნოები გამქრალიყო
უცხო ქარავნებმა აღმოსავლური ოცნებისკენ გამიყოლეს
ჩემი ნაწერები ღრუბლის ზედაპირზე მიმოვფანტე
გამახსენდა ნუში ყვავილების თოვლი
და მთვარის ბორცვებამდე ვდიე ჩიტებს
პატარა სუსტი გაუმაგრებელი ფრთებით
ვისწავლე და ისევ დავივიწყე კაცთა მოდგმის ყველა ენა
და ყველა სამშობლოს ერთ დიდ კოცონში მოვუყარე თავი
დავიწყების ჭურჭლით შევსვი ზოგიერთი საღამო
და ჩემი ვარსკვლავი სხვა ვარსკვლავების საწოლში ვეძებე
პეშვით ვატარე შენი სიყვარული
ძაფივით დავართე მოგონებები და ხალიჩები ვქსოვე
პირველქმნილ თაღებქვეშ გავშალე მსოფლიო
მწუხრის ჭრილობები მაფიქრებდა
თაიგულად შევკარი ჩემი სეზონები და სიცოცხლისთვის გავემზადე
ყველა ხე დავთვალე ჩვენ შორის ამოსული
ტანზე სიტყვები ქამარივით შემოვირტყი
და სარკეების ილუზიას ისევ სუდარა გადავაფარე
სიჩუმე უცხო მცენარესავით მოვაშენე
ნაწილ-ნაწილ გავშიფრე ღამე
დრო და სიკვდილი გავიმიჯნურე
მზეშივე ვეძებე მზის ბრწყინვალება
საკუთარი საფლავს მივებარე და ისევ აღვსდექი
და დაკარგულ მე-ს სხვა თაობებში ვპოულობდი
გელოდე მანამ, სანამ შენს ლოდინს ვისწავლიდი
სანამ ლექსად არ იქეცი
ხორცს თიხა და სინათლე შევურიე
შენს ხმაში, როგორც თბილ სახლში ვიცხოვრე
და მანამდე ვშვი მოგონებები სანამ თვითონ დაიბადებოდნენ
ჩრდილის სიმორცხვეს ამოვაფარე ჩემი სიყვარული
ათასჯერ ვკითხე საკუთარ თავს რა გამემხილა
და როცა შენსკენ სიარულის ჟამმა ჩამოჰკრა
ეკლიან საწოლზე ავცოცდი და შენს ტუჩებამდე მოვაღწიე
და ვიწამე რომ სწორედ მისმა ნებამ შეგვაერთა
ვინც დიდი ხნის წინ დაგვიმსგავსა
შენში ვეძებე მზე და სამშობლო
ფურცლები მე რომ ლექსების ღამეებით დავაბნელე
სიჩუმის შავმა ჩიტმა სულ სათითაოდ დამიხია
სინათლის ბილიკს დავადექი ჰორიზონტისკენ მიმავალს
ჩემი სამშობლო: დროდადრო გზებზე დაკრეფილი განშორების თაიგულია
ნაწნავებით ჩამოვიშალე მისი ნაპირები
და ვუპოვე სახელი
შენს მკლავებში ასაყვავებლად გამზადებულ ბავშვობის ნარჩენებს
ჭაში ჩავყარე მოგონების ფორთოხლები
მივაბიჯებდი ხან ჩემში და ხანაც ჩემგან შორს
დროდადრო ჩემს ჩრდილს უცხო ჩრდილი ერწყმოდა და
ხსოვნის ფერფლიდან აღმდგარ ჩიტებს ვუშვებდი ცისკენ
მივაბიჯებდი ხან შენში და ხანაც შენგან შორს
შევერიე ქვიშის ანბანს
ტალღების ლივლივს
და სიმშვიდეს შენ რომ თვალები დაგეხუჭა
ამ სიმშვიდეს დაემსგავსება ჩემი სიმღერაც
ვინც მიყვარდა მათნაირი დღეები ვინატრე
მათ მზერაში განთიადი განთიადზე ამოვიცანი
ღამეები სიზმრის კალოებად ვაქციე
სხვა ნაპირებზე აბღავლებულმა ჩვენივე სიკვდილებმა
დაგვისრისეს ხელისგულები
ამასობაში ორი ნაპირის ქორწინების ჟამმაც დაჰკრა და
შიგნით სიცარიელემ დამიღო პირი წყალში დამხრჩვალივით
გარეთ დეკემბერი გაუჩინარდა ჰორიზონტს მიღმა
დავიძახე – მხოლოდ სიჩუმის ექო გაიფანტა სიშორეში
გზებზე შემომხვდნენ გზააბნეული საუკუნეები
ძველ სტელებს შორის ბროწეულები ყვავდებოდნენ
ჩემი ქალაქი სამკაულივით იცვლიდა პატრონებს
ჩემი მიწა: უმოძრაო ღრუბლად ქცეულიყო
შორ გზებზე გაწვა ჩემი ჩრდილი და მოვიდა ჩემამადეც
შევხსენი კარი შევედი ენის სამყოფელში
უბეში ორი ჩიტი შევიფარე
სიტყვების ციმციმა სინათლეს მივენდე
ხეების გაზაფხულს მივაბარე ჩემი მოუთვინიერებელი სიყვარული
და ფართოდ გავშალე ხელები
თავისუფლად რომ აფრენილიყვნენ მტრედები ცისკენ.

თარგმანი - ნათია ნაცვლიშვილი

 




იმპრესიონისტული ხიდები

21 December 2009
როგორ მიყვარს ლაკონურობა 

ბევრ ვაშლს რომ დაიდებ და ერთი ჭიქა რომ იწურება და მერე გემრიელად სვამ და ამდენი ვაშლის ვიტამინს მცირე დოზაში თავმოყრილს იღებ.. ამ ვაშლის წვენის მშურს

მინდა, მეც ასე მინიმალურად ჩავტიო და მოკლედ დავწერო ყველაფერი , რაც სათქმელი მაქვს.

მაგრამ აი, ახლაც, რომ მახსენდება, რაზე მინდა მოგიყვეთ და რა მინდა ვთქვა, ვაშლის წვენის ამბავს ვივიწყებ :)))))

ვინც მიცნობს - იცის და ვინც არ მიცნობს და მიცის - მანაც იცის, რომ მძაფრი შეგრძნებები და იმპრესიები - ეს ჩემეულია. მიყვარს მგრძნობიარეები და ზედმეტად მგრძნობიარეები და ყველაფერი , რაც სხვების შექმნილი  მიყვარს - მათი დახმარებითა თუ კარნახითაა შექმნილი. თუ არ განიცადე და გაფილტრე და გადაამუაშავე, ვერც შენგან გამოუშვებ და სხვაც ვერ დაინახავს- ამიტომ შეგრძნებადობა სუუულ თავში დგას, ასე მგონია მე.

ის,რასაც შეიგრძნობ, აპრიორულად  ტოვებს შთაბეჭდილებას, შენ უბრალოდ გამტარი ხარ და გადმომცემი, მომყოლი ამბავის, დროის რომელიღაც მომენტის, აღმწერი და ა.შ.

ერთ-ერთი გადმომცემი, რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს, კლოდ მონეა. 

"I am not a great painter, great poet. I just know that I do what I can to express what I feel in front of nature."

არასდროს უშოვია ფული სხვა საქმიანობით, ხატვა იყო ჰობიც, გართობაც, საქმეც, ცხოვრებაც, ოცნებაც, რეალობაც, წარმოსახვაც, გრძნობაც და გადმოცემაც. ჯერ კიდევ სკოლაში მასწავლებლების კარიკატურებს ხატავდა, ყიდიდა და სახარჯო ფულს ასე შოულობდა. სკოლას მოჰყვა პარიზი და სურვილი- ხატვა უკეთ ესწავლა. თავიდან სტუდიებში მუშაობდა, შემდეგ - ძირითადად გარეთ. 

როგორც მას იხსენებენ, ჯდებოდა ნავში, გაცურავდა და ასე  ხატავდა ბუნებას, მდინარეს, ნავებს, ზღვას, გემებს, სწორედ ასე შექმნა ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ტილო, Sunrise , თავიდან მას სულ სხვა სახელი დაარქვა, მაგრამ როდესაც კატალოგში  შესატანად მეგობარმა სახელი ჰკითხა, მან წაიჩურჩულა : "Then put : Impression, Sunrise", ზუსტად ამ დროს დაიბადა მიმდინარეობა  -იმპრესიონიზმი. 

ძალიან ბევრი პერიოდის გამოყოფა შეიძლება ცალკე და ისე მსჯელობა და თხრობა, ცალკე იყოფა მისი შემოქმედება თემებად და ეტაპებად, მაგრამ მე ამჯერად მინდა მის სერიას - ”ხიდებს” შევეხო. 

”I'm good for nothing except painting and gardening."

მონესთვის ბუნება ხატვის და ემოციების წყარო იყო. არ ჰქონდა მნიშვნელობა სეზონს, ამინდს, უყვარდა გარეთ გასვლა, დაკვირვება, შეგრძნობა და ხატვა. სადაც ცხოვრობდა, სახლთან აუცილებლად ჰქონდა ბაღიც, რომლითაც ძალიან ამაყობდა - ამას მისი სტუმრებისა და მეგობრების ჩანაწერებიც მოწმობს. ბაღებს ხშირად საკუთარ ნახატებშიც ასახავდა და ისინი მისთვის ერთგვარ მუზას წარმოადგენდა. 

მისი ”ხიდები” სწორედ  ბოლო სახლის, ჟივერნის ბაღის კომპოზიციებია. მონე ხშირად ხატავდა ერთსა და იმავე ნახატს რამდენჯერმე, ეს ადგილი კი ბაღში-წყალზე ლილიები და ზემოთ იაპონური პატარა ხიდი - იმდენად უყვარდა, როგორც ცნობილია, 40-მდე ტილოზე აქვს გადატანილი. ერთ ჩანაწერში აღნიშნავს : ”I know that to really paint the sea it has to be seen every day at any hour and from the same spot to know its life at this very spot ; that's why I'm repeating the same subjects up to four and even six times." 

ქვემოთ სწორედ ამ ხიდის რამდენიმე ვერსიას გამოვფენ, მანამდე კი მინდა, ცოტა კლოდის ცხორების ბოლო პერიოდის შესახებ ვთქვა, რაც გარკვეულწილად ამ ხიდთანაც არის დაკავშირებული.

მონე - მხატვრობის ბეთჰოვენი

ალბათ ყველაზე რთულია, დაკარგო ის, რაც გქმნის -მომღერალს -ხმა , მუსიკოსს- სმენა, მხატვარს კი - მხედველობა. 

მონემ თვალთან დაკავშირებული სირთულეები პირველად ვენეციაში, 67 წლის ასაკში შენიშნა. როგორც კატარაქტას სჩვევია, ის ძირითადად ყველაფერს წითელსა და ყვითელ ფერებში აღიქვამდა - შემდეგ ხატავდა ისე, როგორც ხედავდა. ამიტომ მის ნახატებში იგივე ადგილებმა ასეთი შეფერილობა მიიღო - გაქრა ლურჯი, მწვანე, იისფერი.

ერთხელ საშინლად გაბრაზებულმა სათვალე მოისროლა და თქვა :” თუ სამყარო მართლა ისეთ ფერებშია, როგორადაც მე მას ახლა ვხედავ, საერთოდ აღარასდროს დავხატავ!”. 

1911 წელს  მარჯვენა თვალით საერთოდ ვეღარ ხედავდა, მომდევნო წლების განმავლობაში -მარცხენა თვალსაც ბუნდოვანება შეერია. 1922 წელს, თითქმის ბრმამ პალიტრა გვერდზე გადადო და ხატვას დროებით თავი ანება.

1923 წელს მეგობრმა ის ქირურგიულ ჩარევაზე დაითანხმა , რის შედეგადაც მარჯვენა თვალით სპეციალური სათვალის დახმარებით მხედველობა თითქმის აღუდგა, მაგრამ შედეგი არ იყო სრული, ამიტომ მარცხენა თვალის ოპერაციაზე მისი დათანხმება ვეღარავინ შეძლო. მან ხატვა ამავე წელს განაგრძო და მხოლოდ გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე შეწყვიტა.

ამ პერიოდის ნახატები სრულიად განსხვავებულია ერთამენეთისგან - ჯანმრთელი თვალით- ლუჯი-მოიისფრო ფერებია, მარცხენა თვალით დახატული კი წითელ-ყვითელი. 

”ხიდის” ბოლო ვერსია, რომელიც მონემ 1923 წელს შეასრულა, სრულიად განსხვავდება მისი პირვანდელი ტილოებისგან -  კლოდის მწვანე ბაღი, ხიდი, ყვავილები გაწითლებულა, ცა და მდინარე კი - მოყვითალოა. 

"And I tell myself that whoever says he has finished a painting is terribly arrogant. Finished means complete, perfect, and I am working hard without moving ahead, searching, feeling my way without achieving much..." 

ეს კი ”ხიდების” სერია:

Le Bassin aux nymphéas, 1899 (Art Museum Princeton University, New Jersey


Le bassin aux nymphéas, harmonie verte, 1899 (Musée d'Orsay, Paris)


Le bassin aux nymphéas, 1899 (National Gallery, Londres)


Bassin aux nymphéas, 1899 (The National Gallery of Art, Washington)

Le bassin aux nymphéas, 1899 (Metropolitan Museum of Art, New York


Le bassin aux nymphéas, harmonie rose, 1900 (Musée d'Orsay, Paris)


Le bassin aux nymphéas, iris d'eau, 1900 (collection privée)

1920–22. The Museum of Modern Art, New York. Grace Rainey Rogers Fund - კატარაქტის გავლენით დანახული ბაღი და ხიდი

თუ უფრო მეტის ნახვა გსურთ, აქ კლოდის უამრავი ტილოა, თან  ქროლნოლგიურად დალაგებული

აქ მონეს სახლი და ბაღის მიდამოების ახლანდელი იერსახე შეგიძლიათ იხილოთ. ჰო, აქვეა ხიდიც

ესეც პატარა არტვიდეო :)))