July 23, 2010

მეზღვაურთა უწყვეტი მარყუჟები

ზებრის ფილოსოფიას ვერსად წაუხვალ, მაინც მოქმედებს.
სიცოცხლის ხაზებს ვერ წაშლი ხელისგულებიდან,
"რაც არ წერია, იმასაც გეტყვის ბოშა გოგონა".
'ჯაჭვად გადაბმულთ, მხარ-ბეჭთ მიყრდნობილთ
ერთი სიზმარი ეზმანათ მთათა'.
ფიფქი ეცემა დანაღმულ ველზე.
როგორ დაკარგავ იმას, რაც არ გაქვს.
რომ ჯეჯილი მოსავალზე მეტია.
რაცა არ გწადდეს, იგი ჰმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა.
რომ საფერავი არ გახუნდება.
მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა მაინც.
დაღლა განტვირთვადია.
ხარისხები აღმა-დაღმა ულევი, ფარდობითობა - უსრული, მუდმივი კანონი - რომ არაფერია მუდმივი.
F=-F ?
აბსურდი ბარავს, ვმკი.
I'm trying not to care anymore
დიდი + პარასკევია.
”მერე რა” ყველგან ჭრის, მე მეზღვაურული უწყვეტი მარყუჟები მინდა.
პირიქიობრიობას აღარ გავიხსენებ.
დავიჯერებ-ყველა სიტყვას თავის ძალა აქვს.
შევამცირებ ”არას”, ვიტყვი ხშირად ”კის”.
სიმშვიდეს დიდ ადგილსამყოფელს გამოვუყოფ საკუთარი სივრცეებიდან.

All the promises we break
From the cradle to the grave
When all I want is you
არ ვიფიქრებ საერთო ვარსკვლავიან ცაზე.
ფატალიზმი თუ შესაძლებლობების რწმენა?
დიდზე დიდი, პატარაზე პატარა მწუხარება და სიხარული დაძმობილდნენ და მონაცვლეობით სტუმრობდნენ ადამიანთა სახლებს.
ნდობა პირობოთია.
იქ, სადაც სდუმან.
დიდი შუადღისას, როცა საგნები თავის ჩრდილს კარგავენ.
ჩემი ყველაზე სუბიექტური აღმოსავლეთიდან ამოვა მზე.
ან თუ იქნები ვარსკვლავთმრიცხველი..

9 comments:

Kate said...

როგორ მიყვარს შენი პოსტები. ძალიან :**
აუ რა მაგარი სურათია. წავიღებ, შეიძლება???

July 23, 2010 10:26 PM
babisa said...

კი, ქეით , წაიღე :)
მერე ფოლდერი შექმენი ჩემი სახელობის :)))

July 23, 2010 10:33 PM
Kate said...

ძალიან უსინდისო ვარ ხო??? :D :D :D :D :D

July 23, 2010 10:35 PM
Keti said...

ძალიან საინტერესოა ასე – რაც თავში მოგივა, წერო :)
თან, როცა კარგიც გამოდის...

July 23, 2010 11:00 PM
Clown said...

ხარისხებია ის რაც გვაფუჭებს :შ

მაბნევს და მიყვარს ასეთი პოსტები <3 ^_^

July 23, 2010 11:03 PM
babisa said...

kate- no no :))

keti- ho, ai scade, zogjer kargia xolme :)

clown - xarisxebi raotm gvafuchebs? mm gvzrdis uketesisken swrafva, ara? :) nu gabnevs :)))

July 23, 2010 11:41 PM
Kate said...

კი ვარ.
მაგრამ ძალიან მაგარ სურათებს დებ ხოლმე.

July 23, 2010 11:55 PM
ხისსუნიანისახლი said...

"მე არავინ მყავს შენზე უფრო აღმოსავლეთით"

აღმოსავლეთზე გამახსენდა )

July 24, 2010 10:43 PM
babisa said...

ho, tamta, miyvars eg leqsi me :)))

July 25, 2010 1:40 PM